აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოდგილემ პოლიტიკის საკითხებში, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა, რომელიც რუსეთმა უდიდეს სამხედრო ბაზად გადააქცია და ნახევარკუნძულზე განლაგებულ სამხედრო ობიქტებზე კიევის იერიშის წინააღმდეგი არ იქნება.
„წინასწარ ვერ შევაფასებ სად გადაწყვეტენ უკრაინელები ბრძოლას ან რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ყირიმთან დაკავშირებით მოკლევადიან, საშუალოვადიან თუ გრძელვადიან პერსპეტქივაში, მაგრამ ჩვენ ვაღიარებთ ყირიმი უკრაინაა“, - განაცხადა ნულანდმა.
ნულანდმა გაიხსენა, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი, როგორც კი დაიპყრო ყირიმი, მაშინვე შეუდგა ადამიანის უფლებების მასობრივ დარვევებს, ყირიმელი თათრებისა და სხვების დევნას, ვინც არ თანხმდებოდა ოკუპაციას. ამის გარდა, რუსეთმა ნახევარკუნძული გადააქცია უმსხვილეს სამხედრო ბაზად, რომელიც გამოიყენებოდა მასშტაბური შეტევისთვის უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე.
ამიტომ მისი თქმით, ყირიმში რუსული სამხედრო ბაზები შეიძლება მივიჩნიოთ უკრაინის შეიარღებული ძალებისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ.
ამასთან, ნულანდმა აღნიშნა, რომ უკრაინა ვერ მიაღწევს უსაფრთხოებას, თუ ყირიმის სულ მცირე დემილიტარიზაცია არ მოხდება.
ასევე სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ ვაშინგტონში განიხილავენ უკრაინისთვის არა მხოლოს იარაღის მიწოდებას, რომელიც ახლა აუცილებელია ბრძოლის ველზე გამარჯვებისთვის, არამედ ომის დასრულების შემდეგ რუსეთის გრძელვადიანი შეკავების საკითხს.
ამასთან დაკავშირებით ნულანდმა აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება მდგარდი საჰაერო თავდაცვა, საზღვრის მეტად ძლიერი დაცვა, საუკეთესო რადარები და წინასწარი გაფრთხილების სისტემები, რათა დარწუნებულები იყვნენ, რომ რუსეთი მათ ტერიტორიაზე არ შეიჭრება.