რეზოლუცია არის გზავნილი ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურებისთვის, რათა დაიწყოს სანქციებზე მსჯელობა მათთან მიმართებაში, ვინც ცდილობს, საქართველო ევროინტეგრაციის გზას ააცილოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ დავკარგოთ ეისტორიული შანსი და დავრჩეთ პირისპირ რუსეთთან.
„რეზოლუცია არის კიდევ ერთი ახალი ნაბიჯი და კონკრეტული გზავნილი არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ და ქართული ხალხისთვის, არამედ ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურებისთვის, რომ უნდა დაიწყოს სწორედ სანქციებზე მსჯელობა, კონკრეტულად იძულების მეთოდებზე მსჯელობა იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც ცდილობს, ააცილოს საქართველო ევროინტეგრაციის გზას. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ დავკარგოთ ეს ისტორიული შანსი და დავრჩეთ პირისპირ რუსეთთან. დააკვირდით კანონებსაც, რასაც ახლა აინიცირებენ. ნაბიჯებსაც, რასაც დგამენ, ყველაფერი არის მიზანმიმართულად ზუსტად იგივე სტრატეგიის გაგრძელება, რაც ჰქონდათ გასულ წელს, რომ არ გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.