დღეს, 9 დეკემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" იუსტიციის სამინისტროს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართება.
2011 წლის 1-ლი იანვრიდან დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" სერვისები ელექტრონული სახით მიიღონ - საქართველოს მასშტაბით ყველა ნორმატიული აქტის, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოქვეყნება ელექტრონულად მოხდება.
განახლებული ვებგვერდის მისამართია matsne.gov.geე ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, "საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე ელექტრონულად გამოქვეყნებულ ნორმატიულ აქტებს ოფიციალური იურიდიული ძალა ექნებათ.
"საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე შესაძლოა საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების, კერძოდ, ნორმატიული აქტების პირველადი ვერსიების, მასში შესული ცვლილებების და ნორმატიული აქტების სისტემატიზებული (კოდიფიცირებული) ვერსიების, სერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვადასხვა საინფორმაციო დოკუმენტების მოძიება.