არ გვაქვს არავითარი უფლებამოსილება, სეკულარულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებულები, არავითარი იურიდიული ბერკეტი არ გაგვაჩნია, - ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ჟურნალისტებს უთხრა.
"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ჩვენ შეხებული ვართ, მე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დავდივარ მასთან, ვაზიარებ, დღესაც ვიყავი და ვაზიარე. ეს არის ჩვენი ეკლესიის დამოკიდებულება ამ პიროვნების მიმართ, მეტი რაღა უნდა იყოს, მიტროპოლიტი დადის მასთან. არ გვაქვს არავითარი უფლებამოსილება, სეკულარულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებულები, არავითარი იურიდიული ბერკეტი არ გაგვაჩნია", - განაცხადა მიტროპოლიტმა.