რუსეთის არმიამ ვერ შეძლო პრობლემების დაძლევა, რომლებიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში ჰქონდა.
ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
„რუსებს ისევ აქვთ პრობლემები, რაც ერთი წლის წინ ჰქონდათ... რუსეთის არმია კვალვ აწყდება მნიშვნელოვან სირთულეებს. მათ ვერ შეძლეს ამ პრობლემების დაძლევა“, - აღნიშნა კირბიმ.
კირბის განმარტებით, რუსებს აქვთ ლოჯისტიკის პრობლემა, მათ შორის სასურსათო პროდუქტის მიწოედაბში, ასევე განიცდიან დანაყოფების კოორდინირებაში არათანმიმდევრულობასთან დაკავშირებულ სირთულეებს.
მისივე თქმით, ვლადიმირ პუტინი განაგრძობს გენერლების „წინდებივით ცვლას“, მაგრამ ეს რუსული არმიის პრობლემებს ვერ მოაგვარებს.