ხვალ, 9 დეკემბერს, დევნილი მოსახლეობის პრობლემების გაზიარებისა და World Vision -ის საქმიანობის უკეთ გაცნობის მიზნით, World Visionაწყობს ჟურნალისტთა ჯგუფის ორგანიზებულ ვიზიტს დევნილთა ჩასახლებებში.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ World Vision -მა დაიწყო ზრუნვა სამხრეთ ოსეთიდან და შიდა ქართლიდან დევნილ ათასობით მოსახლეზე, ამჟამად ორგანიზაცია საგანგებო რეაგირების ფაზიდან გადასულია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობაზე.
ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ უშუალოდ ადგილზე გაეცნონ ორგანიზაციის საქმიანობას, გაესაუბრონ დევნილებს მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ.
ვიზიტი მოიცავს სამ საჩვენებელ პუნქტს გორსა და გორის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დევნილთა ჩასახლებებში.