თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 33 ათასს გადააჭარბა, მათ შორის სირიაში დაღუპულია 3 500 ადამიანი, თუმცა 10 თებერვლის შემდეგ სირიაში მსხვერპლთა შესახებ მონაცემები არ განახლებულა. მაშველები ნანგრევებში დარჩენილ ადამიანებს ისევ ეძებენ, გაეროში კი ფიქრობენ, რომ საბოლოო ჯამში დაღუპულთა რაოდენობა ორჯერ მეტი იქნება.
რაც შეეხება თურქეთს, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 130 პირი ეჭვმიტანილია სეისმურად აქტიურ ზონაში მშენებლობის დროს დაშვებულ დარღვევებში, რის გამოც პირველივე ბიძგბისას მრავალსართულიანი სახლები დაინგრა.
10 დაზარალებულ პროვინციაში 170 ათასი შენობის ინსპექციისას ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 25 ათასი სახლი მთლიანად დანგრეულია ან ძალიან დაზიანებულია. პროკურორებმა დაკავების 113 ორდერი გამოსცეს, 12 თებერვალს, დილით, თურქეთში 12 ადამიანია დააკავეს.
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა.
სტიქიას საქართველოს 5 მოქალაქე ემსხვერპლა.