2010 წლის 10 დეკემბრიდან თბილისში შეტანილ ყველა სავიზო განაცხადზე გადაწყვეტილებას დიდი ბრიტანეთის სასაზღვრო სააგენტოს სავიზო სამსახურის სტამბულის გენერალურ საკონსულოში მიიღებს.
აპლიკანტები შეავსებენ სავიზო განაცხადის ელექტრონულ ვერსიას, რის შემდეგაც მივლენ დანიშნულ დროს თბილისის ბრიტანეთის საელჩოს სავიზო განყოფილებაში, ჩააბარებენ საბუთებს, თითის ანაბეჭდებს და გადაიხდიან სავიზო მოსაკრებელს. პასპორტები და საბუთები კურიერის საშუალებით გადაიგზავნება სტამბულში. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პასპორტები და შესაბამისი დოკუმენტაცია უსაფრთხო კურიერის საშუალებით თბილისში ბრიტანეთის საელჩოს სავიზო განყოფილებას დაუბრუნდება, საიდანაც აპლიკანტები შეძლებენ პასპორტების გატანას.
სავიზო განაცხადების განხილვის ვადა იგივე რჩება. ვისაც სურს არასაცხოვრებელ ვიზაზე საბუთების შემოტანა, საბუთები უნდა ჩააბარონ არა უგვიანეს 10 კალენდარული დღით ადრე გამგზავრების სასურველ თარიღამდე. განაცხადის შეტანის დღედ ითვლება აპლიკანტის მიერ ბიომიტრიული ანაბეჭდების აღებისა და ვიზის მოსაკრებლის გადახდის დღე და არა ელექტრონული აპლიკაციის შევსების თარიღი.
აპლიკანტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ ხელი ვერ მიუწვდებათ სამგზავრო დოკუმენტზე (პასპორტზე) მათი საბუთების განხილვის პერიოდში.