სამსახურის დასაწყებად ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა სავალდებულო აღარ იქნება. აღნიშნულთა დაკავშირებით ცვლილება შედის "საჯარო სამსახურის შესახებ", "საექიმო საქმიანობის შესახებ" და "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" კანონებში.
კანონპროექტის მიზანია საჯარო სამსახურში მიღების მსურველის, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატების მაძიებლისა და საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი პირის განთავისუფლება შესაბამის დაწესებულებებში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის სავალდებულო წარდგენისგან.
საკანონმდებლო ინიციატორების განმარტებით, აღნიშნული ცვლილების პირს ზედმეტი დანახარჯებისგან და ბიუროკრატიული ბარიერებისგან თავისუფლდება.
კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.