ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თქმით, უკრაინაში ე.წ სპეცოპერაცია 2023 წლის ბოლომდე დასრულდება.
კადიროვი ამტკიცებს, რომ "დასავლეთი დაიჩოქებს", ევროპულ სახელმწიფოებს კი რუსეთთან ყველა სფეროში "თანამშრომლობა მოუწევთ".
"წლის ბოლომდე სპეცოპერაცია დასრულდება. ევროპული სახელმწიფოები აღიარებენ თავიანთი ქმედებების არასწორობას, დასავლეთი დაიჩოქებს და როგორც ყოველთვის, ევროპის სახელმწიფოებს მოუწევთ რუსეთის ფედერაციასთან ყველა სფეროში თანამშრომლობა. სხვა არ უნდა იყოს და არც იქნება", - ამბობს კადიროვი