უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინას საკუთარი იარაღი აქვს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის.
"რაც შეეხება რუსეთის ტერიტორიას, არავინ გვიკრძალავს უკრაინული წარმოების იარაღით სამიზნეების განადგურებას. გვაქვს თუ არა ასეთი იარაღი? დიახ, გვაქვს", - თქვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
დანილოვის თქმით, კრემლში ესმით, რომ უკრაინაში მიზანს ვერ მიაღწევენ და უკვე მოლაპარაკებებს ითხოვენ. თუმცა უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხს მას შემდეგ განიხილავენ, რაც უკრაინის ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანენ.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.