საქართველოს მთავრობა ასრულებს იმ მუქარას, რომელიც პუტინმა წლების წინ გააჟღერა - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა "Deutsche Welle-თან" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალებია აღმოჩენილი, რაც ადასტურებს, რომ ის მოწამლეს. მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, რათა ის პატიმრობაში არ გარდაიცვალოს.
"საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც რუსეთი თავს დაესხა მას შემდეგ, რაც პუტინმა 2007 წელს ახალ აგრესიულ პოლიტიკას ჩაუყარა საძირკველი. შემდეგ პუტინი სააკაშვილს დაემუქრა. ასე, რომ საქართველოს მთავრობა, რომელიც ძლიერ არის დამოკიდებული რუსეთზე, ფაქტობრივად ასრულებს იმ მუქარას, რომელიც პურინმა ათიოდე წლის წინ გააჟღერა. მე მიხეილ სააკაშვილსი კრიტიკოსი ვიყავი თითქმის მთელი ჩემი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, მაგრამ ახლა საკითხი სხვაგვარად დგას. თუნდაც მიხეილ სააკაშვილს დაერღვია სისხლის სამართლის კოდექსის ყველა მუხლი, ჩვენ მაინც არ გვაქვს უფკლევბა, რომ ის ციხეში ვაწამოთ და მოვკლათ. რამდენიმე დამოუკიდებელმა საერთაშორისო კომისიამ, მათ შორის, ამერიკელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და მათი მოგვარება შეუძლებელია, თუ ის პატიმრობაში დარჩება. გარდა ამისა, დადგინდა, რომ მას აქვს მძიმე მეტალები ორგანიზმში. რაც იმის დასტურია, რომ ის მოწამლეს. ყველაფერი ეს იმის მანიშნებელია, რომ ის ცუდად არის და საჭიროა მისი გათავისუფლება ადეკვატური მკურნალობისთვის. ასე რომ, ჩვენ უნდა დავიცვათ სიცოცხლე მიუხედავად იმისა, მოგვწონს ეს ადამიანი პოლიტიკურად თუ არა. გარდა ამისა საქართველოს პირველი პრეზიდენტი გადატრიალების დროს მოკლეს, რომელშიც რუსებიუ აქტიურად მონაწილეობდნენ, მეორე პრეზიდენტის მოკვლა ორჯერ სცადეს ადამიანებმა, რომლებიც ახლა რუსეთში ცხოვრობენ ახლა კი მესამე პრეზიდენტს ვაწამებთ, რაც უარყოფითად აისახება ჩვენს საერთაშორისო იმიჯზე",- ამბობს მარგველაშვილი.