ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მოუწოდა, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი იმისთვის, რომ მას ადეკვატური მკურნალობის საშუალება მიცეს. ბრიუსელში გამართულ დებატებზე, ფოტიგამ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, პუტინის მუქარა გაიხსენა:
რამდენიმე წლის წინ, ვლადიმერ პუტინმა აღწერა, რას გაუკეთებდა სააკაშვილს, იმ დროინდელ პრეზიდენტს საქართველოსი. როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი, ის ერთგულია თავის ქვეყნის და უნდოდა რომ ყოფილიყო საქართველოში. მას არ ექცევიან, როგორც სხვა მოქალაქეებს. მე მიმმართავ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლონ სააკაშვილი და მისცენ საშუალება იმკურნალოს საზღვარგარეთ. ის კვდება ციხეში და ამას გავლენა ექნება საქართველოს ევროპულ მომავალზე" - აღნიშნა ანა ფოტგამ.
შეგახსენებთ, რომ ფოტიგას ინიციატივით დადგა გუშინ, ევროპარლამენტში კენჭისყრაზე საკითხი, დღევანდელ დებატებზე სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობაზე ემსჯელათ.