კლუბი "K2" საახალწლოდ "სანტაკლაუსები ფანჯრიდან" სერვის აამოქმედებს. მსურველს შესაძებლობა ექნება "სანტა" დაიქირავოს, რომელიც ოჯახის წევრებს 2011 წელის დადგომას ფანჯრიდან მიულოცავს და შესაბამის საჩურებსაც გასცემს.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" კლუბ "K2"-ში გნუცხადეს, დაქირვების შემდეგ ხდება იმ შენობის "დაზვერვა", სადაც სანტა ოჯახში ფანჯრიდან უნდა შევიდეს, ხოლო უკვე შეთანხმებულ დროს "სანტა" სახლის სახურავიდან თოკით დაეშვება, დამქირავებლის ფანჯარასთან შეჩერდება და ოჯახს ახალი წლის დადგომას ფანჯრიდან, სახლში შეუსვლელად მიულოცავს.
კლუბში ამბობენ, რომ სერვისზე მოთხოვნა იზრდება და აღნიშნული სერვისის დაქირავებით უკვე ის კომპანიებიც დაინტერესდნენ, რომლებიც გასულ წლებში "ჩვეულებრივი" სანტა კლაუსის რეჟიმში ართობდნენ პატარებს.
სერვისი "სანტაკლაუსები ფანჯრიდან" უკვე მესამე წელია მოქმედებს. ყოველწლიურად კლუბს 20-მდე დაკვეთა აქვს, თუმცა წელს დაკვეთების ზრდას ელოდება, რადგანაც აღნიშნული სერვისის ამოქმედებას ბათუმშიც გეგმავს. ამ დროისათვის "K2"-სა და ბათუმის მერიას შორის მოლაპაარკებებიც მიმდინარეობს.
"სანტაკლაუსები ფანჯრიდან" სერვისის ღირებულება 100 დოლარია. ამ თანხაში არ შედის საჩუქრის ღირებულება, რადგანაც შესაბამის საჩუქარს ირჩევს თავად დამკვეთი. დაქირავებული სანტა ვალდებულია საჩუქარი კონკრეტულ მისამართზე ფანჯრიდან შეაწოდოს და ოჯახს ახალი წელი ორიგინალურად მიულოცოს.
სხვადასხვა ინციდენტის თავიდან ასაცილებლად (მეზობელმა, რომ არ გამოიძახის პატრული) დამქირავებელი ვალდებულია გარშემომყოფები საქმის კურსში ჩააყენოს.