უკრაინის პრემიერმინისტრის დენის შმიგალის თქმით, უკრაინა-ევროკავშირის სამიტი, 3 თებერვალს, კიევში გაიმართება.
შმიგალს არ დაუკონკრეტებია, ვინ დაესწრება სამიტს.
"ის ფაქტი, რომ სამიტი კიევში გაიმართება, ძალიან ძლიერი სიგნალია როგორც პარტნიორებისთვის, ასევე მტრებისთვის. ჩვენი პარტნიორებისთვის ეს არის გზავნილი, რომ ევროპას უკრაინის გამარჯვების სჯერა და ევროკავშირისკენ ჩვენს სწრაფ მოძრაობას მხარს უჭერს. ჩვენი მტრებისთვის კი ეს ნიშნავს, რომ მათი მცდელობები, დაეშალათ მხარდამჭერი კოალიცია და შეეჩერებინათ ჩვენი ევროპისკენ ინტეგრაცია უშედეგო აღმოჩნდა", - თქვა შმიგალმა.