"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის თქმით, პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით პარტია პოლიტსაბჭოზე იმსჯელებს და ამის შემდეგ გააკეთებს განცხადებას.
კირკიტაძის თქმით, თუკი ვინმეს სურვილი აქვს, რომ პარლამენტი დატოვოს, მას შეუძლია გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღოს. მისივე განცხადებით, პარტიაში ჯერჯერობით ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის.
"ამაზე დიდი ხანია მსჯელობა მიმდინარეობს, არის აზრთა სხვადასხვაობა. ინდივიდუალურად ეს გაუკეთებიათ ადამიანებს, მათ შორის ერთ-ერთ კანდიდატს, ნონა მამულაშვილს. ახლაც, თუ მათ სურვილი აქვთ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მიიღოს, ვისაც უნდა მიიღოს, ამას არავინ უშლის. ამის შესახებ პარტია ჩამოყალიბდება", - თქვა დავით კირკიტაძემ.
კირკიტაძემ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კობა ნაყოფიამ თქვა, რომ ის პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფნის აზრს ვერ ხედავს და მნიშვნელოვანია, პარტიამ საკანონმდებლო ორგანოს დატოვებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღოს