ჟურნალისტებთან საუბრისას თაკო ჩარკვიანმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც გააკეთა კომენტარი.
„აქამდე თუ ვამბობდი, რომ უმძიმეს მდგომარეობაშია, ახლა თამამად, ოფიციალურად დოკუმენტით შეიძლება ვთქვათ, გაფორმდა, რომ ის არის მოწამლული. მის სხეულში არის მძიმე მეტალები. როცა ადამიანი იწამლება, ღვიძლი კი არ იწამლება მხოლოდ, ტვინიც იწამლება. მომაკვდავია – ამას ჰქვია ტერმინოლოგიით წამება. წამებით კლავენ საქართველოს პრეზიდენტს, რა უფლება გვაქვს, ვინმემ რაიმე განვსაჯოთ, ფსიქოლოგს რა უფლება აქვს, რაიმე ილაპარაკოს მომაკვდავ პაციენტზე. პაციენტია ხალხო, კვდება და კაცს ვერ ვათავისუფლებთ, თავი ეჭრება ქვეყანას და ახლა რომელ ძალადობაზეა ლაპარაკი, მოწამლულმა კაცმა ვისზე რა უნდა ილაპარაკოს. სულ რომ რაღაც სხვას ფიქრობდეს ვიღაც დილეტანტი, პოლიტიკოსი „ქართული ოცნებიდან“, სახელმწიფოებრივად იმდენად კატასტროფაა ასე მოპყრობა, რომ ეს ადამიანი უნდა გადაიყვანონ რომელიმე დასავლურ კლინიკაში“, – განაცხადა ჩარკვიანმა.