„ქართული ოცნების პროპაგანდას ახლა დიდი ჟრიამული ექნება ატეხილი, იმის შესახებ, რომ გამორჩა კონგრესმენს, რომ აქ რუსეთის ელჩი არ გვყავს და არც უნდა გვყავდეს, თუმცა აქ ჰომ არსი სულ სხვა რამეშია და ეგ მეათასე ხარისხოვანია.
საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, ივანიშვილის რეჟიმმა მოახერხა, რომ საქართველო არის იზოლირებული დასავლეთისგან და ვართ ამ ისტორიულ დაპირისპირებაში ბოროტების მხარეს. ეს ასე არის აღქმული და რაც არ უნდა იძახონ, ყველა ვარიანტში ეგ შედეგი არის ქვეყნის ღალატი“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ადამ კინზინგერის მიერ ქართულ ოცნებაზე გაკეთებულ განცხადებას
„პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება ივანიშვილსა და მის გარემოცვას, რომ დაუცველოს გვტოვებს დიდი საფრთხის წინაშე და ამიტომაც აუცილებელია ამ რეჟიმიც რაც შეიძლება სწრაფად ჩამოცილება, სანამ ეს ისტორიული ფანჯარა დაიხურება, რათა გავაღწიოთ ამ ჭაობიდან და ვიყოთ თავისუფალი და დაცული ქვეყანა“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ