"ახალი კურსი" არსებული ხარვეზების აღმოფხვრას ემსახურება", _ ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებთ, ბოლო პერიოდში მთავრობის მხრიდან დიდი აქცენტი კეთდებოდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ახალი კადრების მოზიდვასთან დაკავშრებთ.
"შემოსავლების სასმახურის "ახალ კურსი", რომელიც პრეზიდენტის მიერ წინა კვრაში გაცხადდა, ძალან მნიშვნელოვანი ინიციატივაა და ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს მხრიდან. თუმცა, პრობლემები ჯერ კიდევ არის და ჩვენ ვხედავთ რეალურად, რაც არის კერძო სექტორსა და შემოსავლების სამსახურს შორის ურთიერთობაში. "ახალი კურსი" ემსახურება იმას, რომ ეს ხარვეზები იქნას აღმოფხვრილი, რისთვსაც გასულ პერიოდში საფუძველი უკვე ჩაყრილია და უკვე ახალ ეტაპზე გადავდივართ. რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით გარკვეული ცვლილებები და რეფორმები უკვე გატარებულია", - განაცხადა ნიკა გილაურმა.
მისივე განმარტებით, ინფრასტრუქტურუილ პროექტების ძირითადი ნაწილი დასრულებულია და გარკვეული ნაწილის მშენებლობა და მოდერნიზაცია 2011 წლის იანვარშიც განხორციელდება.