ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, იმას, თუ ვინ გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა არც ქვეყნისთვის და არც საზოგადოებისთვის.
„არ მგონია, რომ რომელიმე მხარის გამარჯვება რაიმე მნიშვნელობის მქონე იყოს ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებისთვის. ამას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ამ ჯგუფების მერკანტილური ინტერესებისთვის, ვინ როგორ მოეწყობა პარტიაში, ვის მოუწევს წასვლა ან დარჩენა. რაც შეეხება დაპირისპირების მასშტაბს, ის იმდენად მწვავე გახდა, გამორიცხულია, რომ ამ პარტიამ გააგრძელოს მოღვაწეობა ამ სახით. გარკვეულ ფაქტებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიმართ ბრალდებებით გამოდიოდნენ მთელი ოპოზიციური სპექტრი. ახლა როგორც ირკვევა, თვითონ ამ პარტიის წევრებსვე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ერთმანეთის მიერ ნაკეთებ ავ საქმეებს მიაწერდნენ ხელისუფლებას“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.