"ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ზარქუა "ნაციონალური მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი შეფასებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარი რეალური სახე გამოაჩინა.
"გუშინ მელიას რომ ვუსმენდი, სიმართლე გითხრათ, შემეცოდა, რა დღეში ჰყოლიათ "ნაცებს". საოცრებებს ვისმენთ. "ნაცების" მოქმედების შეცვლა, გამორიცხულია. იგივე ხელწერა აქვთ - დასმენა, ჩაშვება, მოსმენა, ჩანაწერების გაკეთება, შანტაჟი. ის ახალი თაობა, ხაბეს ვეძახი ახალ თაობას, თურმე ეყრდნობა მერაბიშვილს და ამით ამაყობს. მერაბიშვილი რომ არ უნდოდა საზოგადოებას იმ 2 გვამის გამო, ბიზნესის რეკეტის გამო, ახალგაზრდების ჩაცხრილვის გამო, იმ რეჟიმის ერთ-ერთი ხერხემალი იყო, ამიტომ გააგდო პანჩურით ქართულმა საზოგადოებამ და შენ, როდესაც ახალი თაობა და ამ დროს ეყრდნობი ისევ ამას, გინდა რომ სერიოზულად მიგიღოთ," - თქვა ირაკლი ზარქუამ.