"შეერთებული შტატები არც რუსეთის და არც საქართველოს თამაშს ითამაშებს", - ამის შესახებ პრეზიდენტ ობამას მრჩეველმა ევროპული უსაფრთხოების, რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში მაიკლ მაკფოლმა განაცხადა.
"ჩვენი პოლიტიკა ასეთია: არ ვაპირებთ ამოვირჩიოთ ურთიერთობები მხოლოდ საქართველოსთან ან მხოლოდ რუსეთთან, თუმცა ორივე ქვეყნის ხელმძღვანელები დროდადრო გვთხოვენ ამ არჩევანის გაკეთებას. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ თამაშს არ ვითამაშებთ", - განმარტა მაკფოლმა.
მისივე თქმით, კავკასიაში არსებული რთული პროცესების დარეგულირება მოითხოვს მენეჯმენტს ორივე მხარეზე.
"იყო დელიკატური მომენტები, როცა თბილისსა და მოსკოვს შორის სატელეფონო ზარებს ვახორციელებდით, რათა ვითარება დაგვემშვიდებინა. ამასთან, პრეზიდენტმა უბამამ ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საზღვრების ურღვევობას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი. ჩვენი პოზიცია არასდროს შეიცვლება, თუმცა ამავე დროს გვსურს ვითანამშრომლოთ, როგორც საქართველოსთან, ისე რუსეთთან, რათა შევინარჩუნოთ მშვიდობა", - დასძინა პრეზიდენტ ობამას მრჩეველმა.