ბათუმში ე.წ ოცნების ქალაქში ორი სახლი დაიწვა. ხანძარი გუშინ, დაახლოებით, 23:00 საათზე გაჩნდა.
წინასწარი ინფორმაციით ცეცხლის გაჩენის მიზეზი გაუმართავი ელექტროსადენი გახდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.