ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე? მე? როდის? მიპასუხეთ, მე მგონი სწორედ იმ ძალამ, რომელიც ჭკუას მასწავლის, არათუ შეიწყალეს, არამედ განაწესეს ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ მოხსნის იმათ და საიდანაც ძალიან ეფექტურად გვიბლოკავენ ევროპის გზას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდეტის სასახლესთან გამართული აქცია იყო მიზანმიმართული იმისთვის, რომ მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე, იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან, რომლებიც დღეს არიან მეთაურები.
„ეს ადამიანები არსად არ იყვნენ მაშინ. მიკითხავენ მორალს და მასწავლიან, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია? მაინტერესებს 2007 წლის მერე, ეს ადამიანები სად იყვნენ, ერთ იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს, ვიღაცა იყო „ქართუ ბანკში“ კარგად მოკალათებული, პერსონალურად არ მინდა, ამაზე ვისაუბრო. არსად არ იყვნენ და რას მიკითხავენ მორალს, და რას მასწავლიან მაინტერესებს. თუნდაც ის ოთხეულები, რომლებიც დარბიან იქით-აქეთ.
მინდა, ვთქვა, რომ აქ ძალიან ნათელია ერთობლივი რაღაც თამაში სხვადასხვა ძალებს შორის, რომლებიც ვითომდა ძალიან დაპირისპირებული არიან, მაგრამ რეალურად ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე? მე? როდის? მიპასუხეთ, მე მგონი სწორედ იმ ძალამ, რომელიც ჭკუას მასწავლის, არათუ შეიწყალეს, არამედ განაწესეს ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ მოხსნის იმათ და საიდანაც ძალიან ეფექტურად გვიბლოკავენ ევროპის გზას.
ვის აწყობს? რატომ, არ ვკითხულობთ ამას? ვიდრე ჩემთან მოვარდება აქცია, აქციაზე მაქვს საუბარი, როცა ვამბობ მოვარდნას და არა ადამიანებზე, რომლებიც მოდიოდნენ, მოდიან და მოვლენ აქ“, - თქვა ზურაბიშვილმა.