აგერ რუსული სოფელი არის ჩემს კარებთან და ნახეთ, რას ნიშნავს, არ მგონია, არც ერთ ქვეყანაში, სხვაგან, არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ, მითუმეტეს ამ დაძაბულ პერიოდში ასეთი სოფელი გამართული, მაგრამ სხვადასხვა აზრებია და გემოვნება, - თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.
„მიუღებელია ინსტიტუტზე და აღარ ვამბობ ქალზე და პრეზიდენტზე, ინსტიტუტზე, ის რაც ხდება დღეს. ზეწოლა, ბულინგი, სხვათა შორის არ ვიცი, სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ, შანტაჟი, მუქარა, დამცირება, აგერ რუსული სოფელი არის ჩემს კარებთან და ნახეთ, რას ნიშნავს, არ მგონია, არც ერთ ქვეყანაში, სხვაგან, არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ, მითუმეტეს ამ დაძაბულ პერიოდში ასეთი სოფელი გამართული, მაგრამ სხვადასხვა აზრებია და გემოვნება. მემუქრებიან რაღაცა კარიერით, თურმე კარიერას დავემშვიდობები, თურმე სხვა კარიერა მინდა, არ ვიცი, ავიწყდებათ ჩემი ასაკი, ალბათ, რამდენი წლის ვარ. მე ვინც მიცნობს იცის, რომ მე მაინტერესებს, მხოლოდ ეს ქვეყანა და მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი“, - თქვა ზურაბიშვილმა.