ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, არ ვიცი კარიერით თუ რა ფორმით თვლიან, რომ შეიძლება დამემუქრონ, ეს ადამიანები არსად არ იყვნენ მაშინ და ახლა მასწავლიან, მიკითხავენ მორალს და მასწავლიან, როგორც უნდა ებრძოლონ სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია?!, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
„მე მაინტერესებს 2007 წლის მერე ეს ადამიანები სად იყვნენ, მე გეტყვით, ერთი იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს. ვიღაც იყო ქართუ ბანკში კარგად მოკალათებული, ვიღაც კიდევ სხვა თანამდებობებზე და არ მინდა ეს პერსონალური გავხადო, მაგრამ არსად არ იყვნენ და რას მიკითხავენ მორალს და რას მასწავლიან, მაინტერესებს, თუნდაც ის ოთხეულები, რომლებიც დარბიან იქით-აქეთ“, - თქვა ზურაბიშვილმა