საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე არ უპასუხა კითხვას, შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს.
კერძოდ, ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა: „აპირებთ თუ არა სააკაშვილის შეწყალებას, ეს არის მთავარი შეკითხვა და როგორ უპასუხებთ ამას“.
სალომე ზურაბიშვილმა კითხვაზე აღნიშნა: „მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“.