საერთოდ არ მაინტერესებს, ოპოზიცია რას დაუჭერს მხარს - საკრებულოში ყოველ წელს მივდივარ და წელსაც ასე მოხდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„2017 წლიდან ქალაქის მერი ვარ და არცერთ ჩვენს წამოწყებას, არცერთ ჩვენს რეფორმას, ბიუჯეტის დამტკიცებას მათი მხრიდან არასდროს ჰქონია მხარდაჭერა. რამე გაფუჭდა ან შეიცვალა ამით? ქალაქი აგრძელებს განვითარებას, აღმშენებლობას და ვერცერთი „ნაცი“, ვერცერთი ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი, რომ ქვეყანაში იყოს არასტაბილური მდგომარეობა, არ იყოს მშვიდობა, ვერ შეძლებს იმას, რომ შეაჩეროს ის პროექტები, რომელიც თბილისის და თბილისელების კეთილდღეობისკენაა მიმართული. საკრებულოში ყოველ წელს მივდივარ. ვსაუბრობთ იმაზე, რას ვაპირებთ მომდევნო წლის განმავლობაში, რა პროექტები განხორციელდება და ცხადია, წელსაც ასე მოხდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.