საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 13:51 საათზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ქალაქი ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ხუთ კილომეტრში, სოფელ ბაჯიხევთან იყო.
მიწისძვრის სიძლიერემ 3.6 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.