საპარლამენტო უმცირესობა მედიაგამჭვირვალეობასთან დაკავშირებით მიღწეული კონსესუსით კმაყოფილია. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პლენარულ სხდომაზე მედიაგამჭვირვალეობის შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს განაცხადა.
"საკომიტეტო მოსმენა მნიშვნელოვანი კონსესუსის მიღწევით დასრულდა, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ მედიამფლობელების გამჭვირვალეობასთან ერთად შესაძლებელია კონსულტაციები ფინანსური საკითხების გამჭირვალობაზედაც გავაგრძელოთ", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისი თქმით, აუცილებელია, მაუწყებლის ლიცენზიის მაძიებელმა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უფრო მრავლისმომცველი დოკუმენტაცია წარუდგინოს ფინასურ საკითხებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მედიაექსპეტების მიერ შემუშავებულ კანონპროექტებს, "ქრისტიან-დემოკრატები" იმედს გამოთქვამენ, რომ მათ განხილვაში უმრავლესობა ისევე აქტიურად ჩაერთვება, როგორც აღნიშნული კანონპროექტის შემთხვევაში.