მედიაგამჭირვალობის შესახებ კანონპროექტში ფინასური გამჭვირვალობის საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ დღეს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით გატანისას მიიღეს.
როგორც კანონპროექტის ინიციატორმა პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ოფშერულ ზონაში 10% წილის დარჩენა მედიამუწყებლობის გამჭირვალობას ხელს არ უშლიდა, ამ კუთხით არსებული კითხვის ნიშნების გამო მისი გაუქმება მოხდა.
კუბლაშვილის თქმით, მეორე მოსმენისთვის კანონპროექტში ჩანაწერები გაკეთდება აჭარის ტელევიზიის სტატუსთან დაკავშირებით, რადგან ცივილიზებულ ქვეყანაში არ შეიძლება ტელევიზია სახელმწიფო უწყების საქვეუწყებო სტრუქტურას წარმოადგენდეს.
გაკეთდება ჩანაწერი, რომ ტელევიზიებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა, ფინანსური აუდიტის შედეგები თავიანთ ვებგვერდზე გამოაქვეყნონ.