პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, საერთაშორისო ორგანიზაციები ისეთი "პოლიტიკური ხულიგნის" წინააღმდეგ, როგორიც რუსეთია, უსუსურები არიან.
"წელს საერთაშორისო მასშტაბით გავხდით იმ ახალი რეალობის მხილველნი, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციების უსუსურობა ჰქვია პოლიტიკური ხულოგნების წინააღმდეგ. ხულიგნობას რუსეთი მუდმივად ავლენდა ეუთოს, გაეროს თუ ევროკავშირის ფორმატში და ამის საშუალება მას იქამდე ექნება, ვიდრე ორგანიზაციების დებულებები რაიმე გადაწყვეტილების მიღების დროს სრულ კონსესუსს ითვალისწინებს და წევრ სახელმწიფოს უფლებას აძლევს მისთვის არახელსაყრელი საკითხის ბოიკოტირება მოახდინოს", - განუცხადა ცისკარიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისი შეფასებით, წელს საერთაშორისო საზოგადოებამ სერიოზული გზავნილი მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული წესი უნდა შეიცვალოს.
"თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა არ იფიქრეს და ეს დებულება არ შეიცვალა, მომავალში მივიღებთ ცივ ომს, რომელსაც გადატვირთვის პოლიტიკა ვერანაირ მომხიბვლელობას ვერ შესძენს", - დასძინა პოლიტოლოგმა.