მინდა, აქედან მივაგო პატივი იმ ქართველ მებრძოლებს, რომლებიც არიან ჩართული თავიანთი ნებით და თავიანთი თავდადებით ამ ჩვენს მეგობარ და ძმა უკრაინელების ბრძოლაში. ჩვენ დავკარგეთ 33 ქართველი და მათი ხსოვნა იქნება უკვდავი, - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჯი დუდასთან ერთობლივ ბრიგინგზე.
"მინდა, ასევე ვთქვა, რომ ეს ბრძოლა დღეს არის ისტორიული ბრძოლა. როცა მივალთ ამ ბრძოლის ბოლო ეტაპზე და უთუოდ სხვანაირად ხდება ისტორიულად, დრო მოვა, როცა მოლაპარაკებების დრო დადგება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღარ დავუშვათ და საერთაშორისო თანამეგობრობა აღარ დაუშვას ის შეცდომები, რაც იყო დაშვებული საქართველოს პირობებში, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ. რუსეთი ან უნდა გაჩერდეს და შეეგუოს იმას, რომ მასაც, როგორც ყველა სხვა ცივილიზებულ ქვეყანას, აქვს თავისი საზღვრები და არანაირი უფლება არ გააჩნია, რომ სხვა ქვეყნების ტერიტორიეზე თავისი ძალები [გაგზავნოს] ან ექსპანსიას დაუბრუნდეს, რაღაც თავის იმპერიალისტურ ზრახვებს დაუბრუნდეს. ეს ამ ომის ის შედეგია, რაც შეცვლის მსოფლიოს და არანაირად არ უნდა იყოს დაშვებული ის ძველი შეცდომა, ძველი ხედვა, რომ ვიღაც რუსეთის გრძნობებს უნდა გაუფრთხილდეს. არა, ყველა უნდა გაუფრთხილდეს იმ პატარა თუ დიდი ქვეყნების გრძნობებს, რომლებიც ამდენი ხანია რუსეთის ირგვლივ მეზობლურად ცხოვრებენ და ვერ მიიღეს ის უსაფრთხოების ელემენტარული გარანტია, რომ ჩემი საზღვარი ჩემია და შენი საზღვარი შენი უნდა იყოს და უნდა შეეგუო შენს საზღვარს",- თქვა ზურაბიშვილმა.