მიხეილ სააკაშვილის მეგობარმა გიორგი ჩალაძემ მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად გამართულ აქციაზე თქვა, რომ თუ სასამართლო პროცესი მომავალ კვირაში არ ჩაინიშნება, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი აღარ იყოს ცოცხალი.
“დღევანდელი აქცია არ ატარებს პოლიტიკურ ხასიათ. ეს არის მოწოდება საქართველოსთვის, რომ არ დავუშვათ პრეზიდენტ სააკაშვილის სიკვდილი. დღეს პრეზიდენტმა ვერ შეძლო ფეხზე ადგომა. ჩვენ რამდენიმე დღე გვაშორებს კატასტროფას, იმ დღეს, როდესაც ჩვენ მას დავკარგავთ, ამიტომ ჩვენი ხმა უნდა გაიგოს ყველამ. სასამართლოზე არ უნდა მოხდეს ზეწოლა და დროულად ჩაინიშნოს სასამართლო პროცესი. შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი აღარ იყოს ცოცხალი, თუ სასამართლო პროცესი მომავალ კვირაში არ ჩაინიშნება“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები "ქართული ოცნების" ოფისთან მსვლელობით მივიდნენ. აქციაზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, მედიკოსები და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა.