საქართველოში განხორციელებული ტერორისტული აქტების კვალი ოკუპირებული ტერიტორიებიდან და იმ ძალებისგან მოდის, რომლებიც აქ რეგიონში იმყოფებიან, _ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა იურიდიული საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა დღეს შსს-ს მიერ სექტემბერ-ნოემბრის თვეში მომხდარი აფეთქებების შემსრულებლების გამოვლენის კომენტირებისას განაცხადა.
"ქართულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა, რომ მას გამოევლინა ოკუპირაბული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები. ეს დაამტკიცეს ჩვენმა ძალოვანებმა ბოლო 2 თვის განმავლობაში" - აღნიშნა კუბლაშვილმა.
ამასთან, დეპუტატს მიაჩნია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია საერთაშორისო საზგადოებამ ადეკვატური შეფასებები და განცხადებები გააკეთოს, რომელიც აიძულებს რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რასაც მათი საოკუპაციო ჯარის საქართველოს ტერიტორიიდან გასვლა უნდა მოჰყვეს.