"ბოლო დროს ქალბატონი სალომე ისეთ განცხადებებს აკეთებს, მცდელობა აქვს, "ნაცების" ნარატივში ჩაჯდეს. იმ დღეს ვუსმენდი და გავოგნდი," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რა გითხრათ, ბოლო დროს ქალბატონი სალომე ისეთ განცხადებებს აკეთებს, მცდელობა აქვს, რომ „ნაცების“ ნარატივში ჩაჯდეს. იმ დღეს ვუსმენდი და გავოგნდი. თქვა, რუსები ვაგონებით ჩამოვიდნენ საქართველოშიო - ვაგონი სად ნახა? ადამიანი არის არაადეკვატურობა, მეტი არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ თქვა, "არა და არასდროსო", არ გამოვრიცხავ [შეწყალებას], ბოლო დროს ისეთ განცხადებებს აკეთებს.
მისი პრეროგატივაა და ამის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში, ქალბატონ პრეზიდენტს არალეგიტიმური, სამარცხვინო, მიუღებელი ეძახეს. ეს არის ინსტიტუცია, რომელსაც მოგვწონს თუ არ მოგვწონს, უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ. ქალბატონ სალომეს მართებს, ინსტიტუცია დაიცვას. ასე შეურაცხყოფდნენ და ამის შემდეგ იმ გუნდის ბელადის შეწყალება, ვისგანაც ასეთი ნიაღვარი მოდიოდა, მე არ ვიცი“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.