საქართველოში ინგლისური ენის პედაგოგების ახალი ჯგუფი ჩამოვიდა.
უცხოელ მასწავლებლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.
ეს პროექტის "ასწავლე და ისწავლე მასთან ერთად" ფარგლებში საქართველოში ჩამოსულ ინგილურენოვან მასწავლებელთა მე-9 ნაკადია. ისინი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან და მოსწავლეებს ინგლისური ენის უკეთ შესწავლაში დაეხმარებიან.
პროექტი წლის ბოლომდე ქვეყანაში ინგლისური ენის სულ 1 000 უცხოელი პედაგოგის ჩამოყვანას ითვალისწინებს.