სანამ უმრავლესობა არსებობს, ჩემი ვეტოები დაძლეული იქნება, - -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა.
„ბიბისის“ ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს მის მიერ ე.წ. მოსმენების კანონზე დადებულ ვეტოსთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა, რაზეც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მისი ვეტოები დაძლეული იქნება უმრავლესობის მიერ, მაგრამ სურს პოზიციის დაფიქსირება
„არა, ასე არ ვფიქრობ. სანამ უმრავლესობა არსებობს, ჩემი ვეტოები დაძლეული იქნება. მე მინდა ჩემი პოზიციის დაფიქსირება. მე რაღაც ფორმით მორალურ მონიტორინგს ვახორციელებ, რათა ნამდვილად სწორ მხარეს ვიდგეთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.