ხვალ, ევროკავშირის გადაწყვეტილება უფრო სტრატეგიული უნდა იყოს, ვიდრე ფორმალურ კრიტერიუმზე დაფუძნებული. თუმცა დემოკრატიული რეფორმები გვერდით არ უნდა გადავდოთ, -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა.
კითხვაზე, საქართველოს მთავრობას, მმართველი პარტიას სერიოზულად სურს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს ბევრი ქვეყანა არაა სრულყოფილი დემოკრატიულ მიღწევებში.
„ვფიქრობ, ამაზე მუშაობენ, ვფიქრობ, სრულყოფილები არ ვართ, რომ დღეს ბევრი ქვეყანა არაა სრულყოფილი ამ დემოკრატიულ მიღწევებში. და, ნამდვილად, მე ვარ ის, ვინც ყველა ამ მიმართულებისკენ უბიძგებს, რათა მივაღწიოთ იმას, რასაც უნდა მივაღწიოთ. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღეს, ხვალ, ევროკავშირის გადაწყვეტილება უფრო სტრატეგიული უნდა იყოს, ვიდრე ფორმალურ კრიტერიუმზე დაფუძნებული. თუმცა დემოკრატიული რეფორმები გვერდით არ უნდა გადავდოთ, რომ თითქოს არაა მნიშვნელოვანი. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამ მომენტში მთავარია სტრატეგიული საკითხი და რუსეთისთვის საქართველოს შესახებ არასწორი გზავნილის მიცემის რისკები“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.