"უკრაინაში რეჟიმის ცვლილება არ არის რუსეთის სამხედრო ოპერაციის მიზანი", - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს, კრემლის პრესსპიკერზე, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით.
"არა, პრეზიდენტმა უკვე ისაუბრა ამაზე" - თქვა პესკოვმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.
პესკოვის თქმით, "რუსეთი მიისწრაფვის მიაღწიოს სპეცოპერაციის მიზნებს" და "ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვადასხვა გზით და სხვადასხვა ფორმატში".
ჟურნალისტებმა ეს კითხვა რუსეთის დუმის ერთ-ერთი დეპუტატის, კონსტანტინ კოშაევის განცხადების შემდეგ დასვეს. კოშაევის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის სიტუაციის ნორმალიზება მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც "კიევის ხელისუფლება შეიცვლება".