დღეს, 7 დეკემბერს 11:00 სთ-ზე ,,სადაზღვევო კომპანია ალფა~ თბილისის 202 უსინათლო ბავშვთა სკოლას სტუმრობს (ავლაბარი, გუთნის ქ.#6). თბილისის უსინათლო სკოლის ბავშვები არიან ალფას დაზღვეულები _ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სახელმწიფო პროგრამით.
მიზანი_202 უსინათლო სკოლის მოსწავლეების უფასო გამოკვლევა გასინჯვა, რომელიც ჩატარდება ავერსის კლინიკის ექიმების მიერ. სკოლას გადაეცემათ აგრეთვე მათთვის საჭირო ყველა მედიკამენტი.
ავერსის კლინიკის ექიმ_სპეციალისტების მიერ თბილისის 202 სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, ოფთალმოლოგიური და აგრეთვე ექოსკოპიური გამოკვლევები.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებული ბავშვთა მომსახურების სააგენტოში შემავალი ყველა ალფას დაზღვეულისთვის მსგავსი აქციები მუდმივი ხასიათის იქნება და სადაზღვევო კომპანია ალფა მუდამ იზრუნებს მათ ჯანმრთელობაზე.
აქციას დაესწრება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ეთერ ქურდაძე და ,,სადაზღვევო კომპანია ალფას~ გენერალური დირექტორი ედუარდ ცხოვრებაძე.