კატასტროფაში ვართ, რა იმისტი, რა ამისტი, სირცხვილი არ არის? მამამ დაანონსა აქცია, რა დროს გარჩევები და „ფეისბუქში“ მელიას ტროლბოტთა ვიღაცების გამოსვლებია, რომლებიც უკვე „ოცნების“ ბოტებს დაემსგავსნენ. ადგილი არის აქ, რომ საქართველოს თავი არ მოეჭრას და კიდევ ერთი პრეზიდენტი არ მოვკლათ, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.
ჩარკვიანის თქმით, დღეს დუმილი არის მკვლელობაში თანამონაწილეობა. თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ახლა დასავლური ვექტორის გაერთიანების დროა.
„ერთი წლის წინ გავაკეთე კომენტარი ბრიფინგზე და ისიც ვთქვი, საიდან გამოვიდა ეს ინფორმაცია, იქ ადამიანები მუშაობენ და ყველა მოღალატე არ არის. ერთი წლის წინ ვთქვი, რომ იყო საუბარი ჯერ მის დემორალიზებაზე და ფობიურ მდგომარეობაში მოყვანაზე, სიტყვა-სიტყვით ბრიფინგის ტექსტს ვამბობ. ეს არის რუსული მართვის მეთოდი. რას ნიშნავს ვერცხლისწყალი არის ორგანიზმში? რაზეა საუბარი, ხალხო, მძიმე მეტალი აღმოჩნდა ორგანიზმში. ეს არის ჩვეულებრივი ინტოქსიკაცია. დემენცია კი არ არის, ეს არის ინტოქსიკაციის შედეგი, რომელიც ტვინზე გავლენას ახდენს. კატასტროფაში ვართ, ხალხო, რა იმისტი, რა ამისტი. სირცხვილი არ არის? მისი პარტიის წარმომადგენლებს მივმართავ – მამამ დაანონსა აქცია, რა დროს გარჩევებია და მელიას ტროლბოტთა ვიღაცების გამოსვლები იქ „ფეისბუქში“, რომლებიც „ოცნების“ ბოტებს დაემსგავსნენ უკვე. ადგილი არის აქ, რომ საქართველოს თავი არ მოეჭრას და კიდევ ერთი პრეზიდენტი არ მოვკლათ. დღეს დუმილი ყველას ეხება და ეს არის მკვლელობაში თანამონაწილეობა. ეს არის ჩემი პასუხები და განსაკუთრებით ეს ეხება მისი პარტიის თავმჯდომარეს. არ დაგავიწყდეთ, რომ პარტიის დამფუძნებელი გახლავთ მიხეილ სააკაშვილი. რამდენჯერმე გაჟღერდა და მაგალითად, მეც დამიწერეს, „შენ ხომ მიშას დროს ოპოზიციაში იყავი?“ – მთელი ხიბლი 2018 წელს პროცესისა იყო ის, რომ ოპოზიციაში რომ ვიყავით, იმდენად აუტანელი გახდა სახელმწიფოებრივად პროცესი, რომ ჩვენ ყველა დავუდექით დასავლური ვექტორის მსხვილ, დასუსტებულ, 2016 წელს ბოკერიას მიერ, შემდეგ უკვე მელიას მიერ შესუსტებულ ….ხომ არ გავიწყდებათ, რომ მელიაც ერთი პერიოდი ბოკერიასთან ერთად იყო წაბრძანებული, ამიტომ შემთხვევით არაფერი ხდება. მე ვამბობ, რომ ახლა არის დასავლური ვექტორის გაერთიანების დრო და ლიდერი, რომლის ორგანიზმშიც მომწამვლელი ნივთიერებებია, ექვსასი კი არა, სამასი ათასი ადამიანი მაინც უნდა იდგეს ახლა აქ. ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და დამფუძნებელი არის, რომელიც კვდება ციხეში – მიხეილ სააკაშვილი და არა ნიკანორ მელია“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.