ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ სააკაშვილი მოწამლულია.
ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ის ნიშნები, რომლებიც მოწამლვას ახასიათებს, ის ელემენტები არის აღმოჩენილი ბიოფსიური კვლევის შედეგად მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში. ის დინამიკა, რომელიც მის დაავადებებს მოჰყვა ჯანმრთელობის გაუარესების თვალსაზრისით, არის საფუძველი ითქვას, რომ არის მოწამლული, სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არცერთი დაავადება.
თუ ხანგრძლივობა დაემთხვევა ვივამედში ყოფნის პერიოდს, ბუნებრივია, მაშინ ვივამედი იქნება პასუხისმგებელი ამაზე, თუ არა, მაშინ ის, სადაც მანამდე იყო მოთავსებული”. - ამბობს ვალერი გელბახიანი TV პირველთან.
მანამდე, ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა ცენტრმა ემპათიამ უნდა გამოაქვეყნოს. სააკაშვილის მდგომარეობას, ქართველთან ერთად, უცხოეთიდან მოწვეული ექიმებიც იკვლევდნენ.