რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკომისარი თომას ჰამერბერგი დუმილს დაარღვევს და ტირძნისიდან გატაცებულ მოზარდებთან დაკავშირებით "სათანადო განცხადებას" გააკეთებს.
"მე ვიცი, სად მუშაობს ჰამერბერგი, მაგრამ არ ვიცი ის ვისზე მუშაობს, მაგრამ ისეთ აღმაშფოთებელ ფაქტებზე, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, სათანადო განცხადებები უნდა გაკეთდეს. ვიმედოვნებ, ასეთი განცხადება ჰამერბერგის მხრიდან მალე გაკეთდება", - განაცხადა იაკობაშვილმა.
მისი განმარტებით, აღნშნულ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მკაცრი განცხადების გაკეთება არა მარტო პოლიტიკური, არამედ მორალური საკითხიცაა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა დეპუტატებმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკომისარი დუმილის გამო გააკრიტიკეს. თომას ჰამერბერგს მოზარდებთან დაკავშირებით ამ დრომდე არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია.