ს/მ "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ეხმაურება ნანა ლეჟავას "კვირის რეპორტაჟში" 5 დეკემბერს გასულ სიუჯეტს და შეშფოთებას გამოთქვამს კიდევ ერთი პატიმრის 23 წლის თამაზ დადვანის გარდაცვალების გამო. პატიმარი 2 დეკმბერს გლდანის სამსჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში, ჯერჯერობით გაურკვეველი დიაგნოზით გარდაიცვალა.
საზოგადოებრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ითხოვს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება დადვანის გარდაცვალების ფაქტზე და დაისაჯოს ყველა დამნაშავე პირი, რომელთა სასტიკი მოპყრობისა და გულგრილი დამოიკიდებულების შედეგად 23 წლის ახალგაზრდა დაიღუპა.
"კიდევ ერთხელ ვაყენებთ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხს, რადგან ვითარების გაუმჯობესების ნაცვლად, სასჯელაღსრულების სისტემაში მდგომარეობა პატიმართა გარდაცვალებისა და სასტიკის მოპყრობის თვალსაზრისით უკიდურეს ზღვარს მიარწია, რაზეც სრული პასუხისმგებლობა სწორედ მინისტრს კალმახლიძეს ეკისრება", - აღნიშნულია გნცხადებაში.