ღირსი ხარ, რომ ხაბეს გადაყენებული დაგერქვას შენ და ასე გაბრძანდე ქართული პოლიტიკიდან,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრის განცხადებას ეხმაურება, რომლებმაც პარტიის თავმჯდომარის ახალ არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
„ნიკანორ მელია – ონჯღორე სი!!! ხაბე და მისი დაჯგუფების ასაყირავებელი რომ გახდები!!!ახია შენზე და იმსახურებ ამას ყველაფერს! 2012 წლის მერე, იმ კასრების ფაილების ნახვის შემდეგ, სადაც უამრავ დანაშაულებთან და სისაძაგლესთან ერთად, მსოფლიომ ნახა, როგორ ედგათ ნარები მწვალებელთა პარტიას და იქ ადამიანებს რას უშვებოდნენ და ამ საშინელებების ჩასადენად სამეგრელო ქონდათ შერჩეული! სამეგრელო, რომელიც თავისი კულტურით, ტრადიციით, ისტორიით, ბრძენი ხალხით, სტუმარ-მასპინძლობით და ვაჟკაცობით გამორჩეული კუთხეა! ამ კადრების და ამ ფაქტის ნახვის მერე როგორ შეგეძლო ზუგდიდელ კაცს, ამ მწვალებლებთან რამე საერთო გქონოდა?! რამე შეხებაში ყოფილიყავი „ნაციონალურ მოძრაობასთან“?! ამიტომაც ღირსი ხარ, რომ ხაბეს გადაყენებული დაგერქვას შენ და ასე გაბრძანდე ქართული პოლიტიკიდან! უპრინციპოების და უთავმოყვარეების თავშესაფარი არ არის პოლიტიკა!!!“, – წერს ზარქუა.