ხვალ, 7 დეკემბერს, 13:00 საათზე, ქუთაისში მცირე ტიპის საოჯახო სახლს და ქუთაისის სოციალური სახლის აღსაზრდელებს საყოფაცხოვრებო ნივთები და თბილი ტანსაცმელი გადაემათ.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან აცნობეს, ქუთაისში ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და ქუთაისის მერია ერთობლივი მრავალჯერადი სოციალური პროექტის ფარგლებში, მცირე ტიპის საოჯახო სახლს და ქუთაისის სოციალური სახლის აღსაზრდელებს დაეხმარებიან.
მცირე ტიპის საოჯახო სახლში 8 ბავშვი, ხოლო სოციალურ სახლში 21 ბავშვი იმყოფება, მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორი გრიგოლ ბაიბურთი ქუთაისის მერიის წამომადგენლებთან ერთად საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სოციალურ სახლებს გადაცემენ საყოფაცხოვრებო ნივთებს და თბილ ტანსაცმელს.