რუსეთის ყველაზე საშინელ სენად საქართველოს შს მინისტრმა ვანომ მერაბიშვილმა გაზეთ "კომერსანტ-ვლასტ"-ის ჟურნალისტთან საუბარში ელიტის დეგრადაცია დაასახელა.
"ყველაზე საშინელი რაც რუსეთში ხდება ეს ელიტის დეგრადაციაა. ადრე რუსეთის ლიბერალური ელიტა ქართულზე გაცილებით უფრო ლიბერალური იყო. იგი იყო ათჯერ უფრო მეტად განათლებული და ჰუმანური ვიდრე ჩვენი. ახლა კი პირიქითაა, იგი მარგინალური ხდება. რუსეთში ლიბერალები მარგინალები ხდებიან.
ქართველი ხალხი ყოველთვის უფრო ლიბერალური იყო, ვიდრე მისი მმართველები. რუსეთში ყოველთვის პეტრეს შემდეგ ყველა ხელმძღვანელი ლიბერალი იყო ვიდრე საზოგადოებრივი აზრი. კომუნისტებამდე. კომუნისტების შემდეგ ელცინი და გორბაჩოვი გაცილებით უფრო ლიბერალურები იყვნენ ვიდრე მაშინდელი საზოგადოებრივი აზრი", _ აცხადებს ვანო მერაბიშვილი და დასძენს, რომ "ახლა კი პრობლემა იმაშიც კი არ არის თუ ვინ არის ხელისუფლებაში, პრობლემა თავად ხალხშია".
"გაიხსენეთ ხრუშჩოვის დრო, რამდენი იყო მაშინ ლიბერალური ადამიანი, პერესტროიკის დროს? ახლა კი Yთქვენთან შევჩუკიც კი მარგინალია. რითია ელიტა მძლავრი? იგი ქმნის მოდას. ამაშია მისი სიძლიერე. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს რაოდენობას, მთავარია - ხარისხი. იგი ქმნის საზოგადოებრივ აზრს.
ახლა კი რუსეთში ელიტა არ ქმნის მოდას. ახლახანს გადაცემა "პოედინპოკს" ვუყურე. მასში ხოდორკოვსკის ცნობილი ადვოკატი და ჟირინოვსკი მონაწილეობდნენ.
რა თქმა უნდა ეჭვი არ შემპარვია, რომ ჟირინოვსკი მოიგებს, მაგრამ იქ იყვნენ დამსახურებული იურისტები და ყველა როგორც ერთი გარდა ამ ადვოკატისა აცხადებდნენ, რომ რუსეთში დანაშაული სიკვდილით დასჯაზე შემოღებული მორატორიუმის გამო გაიზარდა.
მე რა თქმა უნდა მესმის, როდესაც უბრალო, გაუნათლებელი ადამიანი აცხადებს, რომ საჭიროა ყველას დახოცვა ან ხეზე ჩამოკიდება. მაგრამ როდესაც ამას ლაპარაკობს განათლებული იურისტი - მე ეს არ მესმის. ერთმა ადამიანმა იქ სტუდიაში თქვა: თუ დამნაშავემ მოკლა რომელიმე შენი ნათესავი, რატომ უნდა გადაიხადო შენ გადასახადი იმისათვის რათა იგი ციხეში შეინახო? და არავინ დარბაზში მას არ უპასუხა: მომისმინე, ჩვენ ხომ ადამიანები ვართ. ჩვენ ხომ ველურები არ ვართ. თუკი ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას თავი უნდა მოაჭრა. თქვენ გესმით? ისინი სერიოზულად განიხილავდნენ საკითხს, რომ დამნაშავეები უნდა დახვრიტო. ანუ როგორ შეიძლება მათ აჭამო ციხეში. და როგორ არ ვაჭამოთ, მომისმინეთ, გარეთ XXI საუკუნეა! ძალიან გაკვირვებული დავრჩი.
კი, მესმის, რომ ცალკე აღებულმა ერთმა ადამიანმა შეიძლება ეს თქვას, მაგრამ როდესაც ერთად იკრიბება 50 ჭკვიანი და განათლებული ადამიანი, ელიტა, ვინმეს მაინც ხომ უნდა ჰქონდეს განსხვავებული აზრი! ხოლო როდესაც ყველა სტუდიაში ლაპარაკობს დახვრეტაზე ეს იმას ნიშნავს, რომ ჰუმანიზმი უკან იხევს", _ აცხადებს მერაბიშვილი და ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ აღელვებს ყოველივე ეს საქართველოს პასუხობს - "ყოველივე მაღელვებს იმიტომ, რომ რუსეთი ერიყება ცივილიზებულ სამყაროს. ეს კი ჩვენთვის უარესია - მეზობლებს არ ირჩევენ".