წელს აჭარაში ჩასულ ტურისტთა რაოდენობა შარშანდელთან შედარებით 78,2 %-ითაა გაზრდილი.
2010 წლის იანვარ-ნოემბერში აჭარაში 912 ათას 451 ვიზიტორი ჩავიდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგიონში ჩასული ტურისტებიდან 615 819 შიდა ვიზიტორი, ხოლო 296 632 უცხოელი ვიზიტორია.
2009 წლის იანვარ-ოქტომბერში აჭარაში ჩასული ვიზიტორების რაოდეობამ 512 ათას 42 ვიზიტორი შეადგინა, საიდანაც 357 837 შიდა ვიზიტორი, ხოლო 154 205 უცხოელი ვიზიტორი იყო.
უცხოელი ტურისტებიდან გასული წლების მსგავსად თურქი ტურისტები ლიდერობენ. სტატისტიკური ინფორმაციით თანხმად, 2010 წის 11 თვეში აჭარაში ჩამსველი თურქი ტურისტების რაოდენობამ 129 ათას 147 ტურისტი შეადგინა.
სტატისტიკის თანახმად, 2010 წლის ინვარ-ნოემბერში აჭარა 96 ათას 537 სომეხმა ტურისტმა, 40 ათას 474 აზერბაიჯანელმა ტურისტმა მოინახულა.