მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში საქართველო რუსეთის 140 000 მოქალაქემ მონახულა. ეს განცხადება საქართველოს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გაზეთ "კომერსანტ-ვლასტი"-სათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"ადამიანებს სურს რაღაცის ნახვა, მათ ეს აინტერესებთ. იცით რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მოინახულა საქართველო მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში? იქამდე, ვიდრე ჩრდილოკავკასიელთათვის ვიზები გაუქმდებოდა. 140 ათასმა. ეს ძალიან ბევრია. სულ საქართველო ამ პერიოდის განმავლობაში 1,7 მილიონმა ადამიანმა მოინახულა. ეს 40 %-ით მეტია შარშანდელ მაჩვენებელზე", _ აცხადებს ვამო მერაბიშვილი და რუსი ჟურნალისტის მომდევნო კითხვას თუ რასთან შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული ასე პასუხობს:
"თქვენ ბათუმი ნახეთ? სვანეთი? 350 000 სომეხი, 360 000 აზერბაიჯანელი და 360 ათასი თურქი ჩამოვიდა წელს საქართველოში. ტურიზმის ასეთი მკვეთრი ზრდა მე არ მინახავს. რაც უფრო მეტ ადამიანს ესმის საქართველოს შესახებ მით უფრო მეტი ადამიანი ჩამოდის აქ.
თქვენ წაიკითხეთ ჟურნალ "ავტორევიუ"-ში გამოქვეყნებული მასალა, იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოვიდნენ აქ რუსეთის მოქალაქეები ავტომობილით. აი ჩამოვიდნენ ადამიანები, ნახეს თუ როგორი სიმშვიდეა აქ, გაუკვირდათ ის, თუ როგორი თავაზიანი პოლიციელები ნახეს და დაწერეს ამის შესახებ. რუსმა მკითხველმა კი წაიკითხა და თვითონაც მოუნდა ჩამოსვლა. აი ასე მუშაობს ეს ყველაფერი", _ პასუხობს ვანო მერაბიშვილი.